სასტიკი ყაჩაღობა ოზურგეთში -ნაწამებია მოხუცი ცოლ-ქმარი

სასტიკი ყაჩაღობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში გამთენიისას მოხდა. 82 წლის მამაკაცი და 80 წლის ქალი ყაჩაღებმა სასტილად აწამეს და სახლიდან 2500 ლარი წაიღეს.
ამ წუთებში ორივე მათგანი ოზურგეთის მედალფას კლინიკაშია მოთავსებილი. კლინიკის ხელმძღვანელის დავით მდინარაძის ინფორმაციით, მამაკაცს 10 ნეკნი აქვს გატეხილი და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ მამაკაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. რაც შეეხება ქალს- ყაღაჩებმა 80 წლის ქალს ჭრილობა სახის არეში მიაყენეს.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179_ე მუხლიატ რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში 13 პაციენტია მოთავსებული 4 მათგანს ტემპერატურა აღენიშნება
შემდეგი სტატიასანატორიუმში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, სამზარეულოს ორი სართულის კედელი მთლიანად ჩამოიშალა