სასჯელაღსრულების მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვით შეამკო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„23 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი მოიტანა. ჩვენ კიდევ ერთხელ, ქედი უნდა მოვიხაროთ მათი გმირობის წინაშე. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დგას და ქვეყნის კიდევ უფრო განვითარების პარალელურად, დარწმუნებული ვარ, სულ მალე, ჩვენი აფხაზი ძმები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და გამთლიანებულ საქართველოში გააგრძელებენ ცხოვრებას,“ – განაცხადა კახა კახიშვილმა.

სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დამთავრდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიააშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კალიფორნიის შტატის კონგრესმენი დანკენ ჰანტერი საქართველოს შესახებ კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა