სასამართლოში „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია OGT-ის დირექტორის, ნიკოლოზ ასანიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

ამ წუთებში მოსამართლის თანდასწრებით „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია OGT-ის დირექტორის, ნიკოლოზ ასანიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოკითხვის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ტარდება. ასანიძის გამოკითხვის შემდეგ კიდევ ორი კომპანიის – “ომეგა 2“-ის დირექტორს გიორგი ქურდაძესა და “ომეგა მოტორს ჯგუფის” დირექტორს ლელი აბულაძეს გამოკითხავენ. გამოკითხვა ქალაქის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კიდევ ორი კომპანიის დირექტორი ლელი აბულაძე და გიორგი ქურდაძე იმყოფებოდნენ თბილისის პროკურატურაში, თუმცა მათ სასამართლოს წინაშე გამოკითხვა მოითხოვეს.

საქმე ეხება “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რაზეც თბილისის პროკურატურამ გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო.

banner
წინა სტატიაში„მოხარული ვარ, რომ საქართველო მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, რომელზეც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ისაუბრეს”
შემდეგი სტატიამომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა