სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი ის ციხეში იჯდეს – ვოლსკი

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი ის ციხეში იჯდეს – ამბობს უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, მიემართა სასამართლოსთვის კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

„სასამართლოს პარლამენტი ვერ ჩაანაცვლებს. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი ის ციხეში იჯდეს. ეს არ ნიშნავს მისთვის პასუხისმგბელობის მოხსნას. მისი პასუხისმგბელობის განსაზღვრა პარლამენტის უფლებამოსილება არ არის. რა უხარიათ ჩვენს ოპონენტებს, ვერ გავიგე, მაშინ როცა მათი სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს საერთოდ არ იღებდა. 2 წუთში უდანაშაულო ხალხს ასამართლებდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მოსამართლემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებულ წევრს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია დღეს ჟურნალისტებს შეხვდება
შემდეგი სტატია“Э́хо Москвы́”-ს მთავარი რედაქტორი, ხინკლის და ბორჯომის ფოტოს აქვეყნებს