სასამართლომ Johnson & Johnson-ს გარდაცვლილი მომხმარებლის ოჯახისთვის 72 მილიონის გადახდა დააკისრა

კომპანია Johnson & Johnson-ს მოუწევს კომპენსაციის სახით 72 მილიონი გადაუხადოს ქალის ოჯახს, რომელიც კიბოთი გარდაიცვალა – განაჩენი მისურის შტატის სასამართლომ გამოიტანა. გარდაცვლილი ამტკიცებდა, რომ კიბო გამოიწვია კომპანიის მიერ წარმოებულმა Baby Powder-ის ფხვნილი (ე.წ. პრისიპკა).
ჯეკი ფოკსი საკვერცხეების კიბოთი გარდაიცვალა. ის ფხვნილს წლების მანძილზე იყენებდა.

Johnson & Johnson-ი არ აღიარებს დანაშაულს და აპელაციის შეტანას აპირებს.

განაჩენი, რომელიც სასამართლომ დაადგინა, პირველი დაკმაყოფილებული სარჩელია, რომელიც საბავშვო ფხვნილის წინააღმდეგ მიიღეს. სულ ასეთი დაახლოებით ათასი განცხადებაა შეტანილი სხვადასხვა ქალაქების სასამართლოებში.

banner
წინა სტატიაშიკიოლნის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქალებზე მოძალადე მიგრანტები ვერ მოძებნა
შემდეგი სტატია(ვიდეო)სოხუმში მინისტრთა საბჭოს შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა