კიოლნის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქალებზე მოძალადე მიგრანტები ვერ მოძებნა

ახალი წლის ღამეს, გერმანიის ქალაქ კიოლნში, ქალებზე მოძალადე მამაკაცების უმრავლესობის პოვნის იმედი არ არსებობს –
ამის შესახებ “ბიბისი” ადგილობრივი სამართალდამცველების მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე წერს.

ქალაქის პოლიციის შეფმა იურგენ მატიასმა განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დანაშაულს არ ადასტურებს. “გარე ვიდეო სათვალთვალო ჩანაწერზე არსებული კადრები არ ადასტურებენ სექსუალური ხასიათის დანაშაულს, აქ ჩანს ქურდობა და არაფერი მეტი. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ მსხვერპლების ჩვენებები გვაქვს და ვცდილობთ დამნაშავეების იდენთიფიცირებას” – განაცხადა პოლიციის შეფმა.

“ბიბისის” მონაცემებით, პირველი იანვრის ღამეს ოფიციალურად დაფიქსირებულია 500 საჩივარი, ამასთან 40% სექსუალური ძალადობის ფაქტებს ეხება. გამოძიებამ მხოლოდ 75 დამნაშავის პოვნა შეძლო, უმეტესობა მათგანი ჩრდილოეთ აფრიკიდან არიან. დაკავებულია 13 ადამიანი, მათ შორის ერთი სექსუალური ძალადობის გამო.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლებამოსლების ვადა ხვალ ეწურება
შემდეგი სტატიასასამართლომ Johnson & Johnson-ს გარდაცვლილი მომხმარებლის ოჯახისთვის 72 მილიონის გადახდა დააკისრა