სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, თ.ი. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 19 ივლისს, ქ.თბილისში ვაზისუბნის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, თ.ი.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, კ.თ.-ს გულმკერდის და ფეხის არეში დანით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად კ.თ. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა თ.ი. 19 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ თ.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან ჩავიდნენ
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – ჩემს ადგილს განათლების კომიტეტში ვხედავ