(video) სასამართლო კოკოითის სარჩელს არ განიხილავს

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უმაღლესი სასამართლო არ აპირებს ახალი სხდომის ჩატარებას ედუარდ კოკოითის სარჩელის საფუძველზე. უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, – განაცხადა ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ალან ტეხოვმა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი,  თავის 300-მდე მხარდამჭერთან ერთად კვირას ცხინვალის ეგრეთ წოდებული მთავრობის შენობასთან მივიდა და უმაღლესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შეცვლა მოითხოვა, რომლის თანახმად ცესკომ კოკოითის ე.წ. არჩევნებში კანდიდატად დაშვებაზე უარი ძალაში დატოვა.

 

https://youtu.be/n6-EVY495OM

banner
წინა სტატიაშიბათუმში ლიფტი მოწყდა და ხალხი ჩაიყოლა
შემდეგი სტატიამოლოდინი არის, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს – ფიქრია ჩიხრაძე ე.წ. მოსმენების კანონზე