სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 28 079.01 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა ორი ქვეყნის მეგობრობის განვითარებას შეუწყობს ხელს -ჩინეთის ელჩი
შემდეგი სტატიაზუსტად ამიტომ ვაკეთებთ ამას, რათა იყოს გამჭვირვალობა, შავი ფული არ შემოვიდეს – მდინარაძე