სარფის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ღამის საათებში, სარფის შესასვლელთან ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა. გამთენიისას, დაახლოებით 4-ის ნახევარზე, თითქმის 3 000 კუბ/მ მიწის მასა ჩამოწვა მაგისტრალზე. სამაშველო სამსახურის წარმომაგენელის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ტერიტორიაზე სპეციალური დამცავი ბადეები იყო გაკეთებული, თუმცა მეწყერმა ბადეებიც მოშალა. მეწყერის ჩამოწოლის დროს ტრასაზე მანქანა არ იყო, ამიტომ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. გზის აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყო, მიწის მასა თითქმის გატანილია. გზა ცალმხრივად გახსნილია, რამდენიმე საათში მეორე ნაწილიც გაიხსნება” – აცხადებს მამუკა თურმანიძე.

banner
წინა სტატიაში“საზოგადოების ზეწოლისა და წნეხის შედეგად ხელისუფლებას გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოუწია და მათ გვაჩუქეს ერთი თვე საარჩევნო კამპანიისთვის”
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს