სარჯველაძე: რუსეთიც აღიქვამს, რომ რეალურად საქართველო მზად არის იმისთვის, რომ გახდეს ნატოს წევრი

რუსეთის გააქტიურება გამოწვეულია იმით, რომ საქართველო გაცილებით ახლოა მათ შორის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან, ვიდრე ეს იყო მაგალითად წინა წლებში, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

„ეს პროგრესი სახეზეა და რუსეთიც აღიქვამს, რომ რეალურად საქართველო მზად არის საიმისოდ, რომ გახდეს ნატოს წევრი. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამის კვალდაკვალ ეს იწვევს რუსეთის გაღიზიანებას, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის უფლება არ აქვს, რომ გამოხატოს თუნდაც ის პოზიციები, რომლებსაც გამოხატავს. შესაბამისად, ამ კონტექსტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი: დაზარალებულებმა სასამართლოში უნდა შეიტანონ სარჩელი მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით
შემდეგი სტატიასააკაშვილის პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან ხვალ აქცია გაიმართება