ხუხაშვილი: დაზარალებულებმა სასამართლოში უნდა შეიტანონ სარჩელი მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით

“ჩემის აზრით, ახლა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გარდა ანაკლიის თემაზე მიმდინარე საარბიტრაჟო დავისა, ქართულ სასამართლოში უნდა შეიტანონ სამოქალაქო სარჩელი მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში უსაფუძვლო ბრალდების გამო ისინი იძულებით ჩამოაშორეს ბანკის მმართველობას და კიდევ ბევრი პირდაპირი და ირიბი ზარალი განიცადეს.

ბრძოლა უნდა გაგრძელდეს არა იმდენად საკუთარი ინტერესების დასაცავად, არამედ ისეთი პრეცედენტის შესაქმნელად, რომელიც მომავალში ასეთ განუკითხაობას აღარ დაუშვებს.”- ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია
შემდეგი სტატიასარჯველაძე: რუსეთიც აღიქვამს, რომ რეალურად საქართველო მზად არის იმისთვის, რომ გახდეს ნატოს წევრი