საქრთველოს პრეზიდენტი 6-9 ივნისს სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა

natoპრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრებს.

ბრიუსელში გაიმართება შეხვედრები უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან.

გარდა ამისა, ბრიუსელში, 8-9 ივნისს დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.

პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა პირობა დადო, რომ კლინტონს ციხეში ჩასვამს
შემდეგი სტატიაSOS!!! ვინ გადასცა გრიფით საიდუმლო მასალები რუსულ სპეცსამსახურს?!