საქართველოსთვის გაიხსნა ევროპული პერსპექტივა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია – სოზარ სუბარი

საქართველოსთვის გაიხსნა ევროპული პერსპექტივა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მრავალი წლის განმავლობაში საქართველო ითხოვდა ევროკავშირისგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობისგან, რომ დაფიქსირებულიყო საქართველოს ერთი სიტყვა საქართვლოს ევროპული პერსპექტივა და ეს სიტყვა არის დაფიქსირებული შესაბამისად, საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა.

„განსხვავება არის იმაში, რაც უკრაინის მიმართ ითქვა და რაც მოლდოვას მიმართ ითქვა, თუმცა გასაგებია, რამ გამოიწვია ეს განსხვავება, რადგან უკრაინაში არის ომი და ასევე მძიმე დღეში არის უკრაინაში ომს გამო მოლდოვა, სადაც მოსახლეობის თითქმის ერთი მეხუთედი ლტოლვილი აფარებს თავს. ორივე ქვეყანა არის მძიმე მდგომარეობაში. ამიტომაც მოხდა როგორც ჩანს, დაჩქარება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რადგან მათ უკვე დღესვე მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, თუმცა საქართველოსთვის გაიხსნა ევროპული პერსპექტივა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიიუკნევიჩიენე: საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მთავრობის გამო ვეღარ ლიდერობს
შემდეგი სტატიაჩვენ საბოლოოდ ვწყვეტთ კავშირებს რუსეთთან – შმიგალი სავიზო რეჟიმის შემოღებაზე