საქართველოში უკრაინელი მთამსვლელი დაიღუპა

უკრაინელი მთამვსვლელი ანატოლი მრაჩკოვიჩი საქართველოში პარასკევს, 2 ივლისს გარდაიცვალა თეთნულდიდან დაშვებისას – ამის შესახებ უკრაინული მედია 5 ივლისს კიევის მთამსვლელთა ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
“ანატოლი ვეტმფრენით მესტიის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც, ექიმებმა, სამწუხაროდ, სიკვდილი დაადგინეს. ახლა ყველა ძალას ვხმარობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ანატოლის სხეული საქართველოდან სამშობლოს” – განცხადებაშია ნათქვამი.
მთაში ასვლა კიევის მთამსვლელთა და ალპინიზმის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. გარდაცვლილი პირველად მონაწილეობდა მსგავს ჯგუფურ გასვლაში. თუმცა ის საკუთარ მეგობრებთან ერთად ბევრს დადიოდა მთებში, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებსა და უკრაინის კარპატებში.

ალპინისტი 3400 მეტრის სიმაღლიდან თოვლის კლიდად მოწყდა. თეთნულდის სიმაღლე 4852 მეტრია და ის სვანეთში მდებარეობს – წერს უკრაინული მედია.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პრემიერმა 19 ივლისიდან პანდემიის გამო შეზღუდვის მოხსნა დააანონსა
შემდეგი სტატიანორვეგიის მთაში მეხის დაცემის შედეგად დები გარდაიცვალდნენ