ნორვეგიის მთაში მეხის დაცემის შედეგად დები გარდაიცვალდნენ

ნორვეგიაში ორი და დაიღუპა და მესამე დაშავდა ოლესუნთან ახლოს მდებარე მთებში მეხის დაცემის შედეგად. შემთხვევა ჰარეიდის მუნიციპალიტეტში მოხდა, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ეს ადგილი ცნობილი და პოპულარულია ტურისტებისთვის.

გოგოები ოსლოდან იყვნენ ჩასული. მეხის დაცემის შედეგად 12 და 18 წლის დები გარდაიცვალდნენ. უბედური შემთხვევის შესახებ მაშველებს მესამე დამ აცნობა, რომელსაც გაუმართლა და მხოლოდ დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ასეთ ამინდში უმჯობესია არ ახვიდეთ მთაზე. ეს უამინდობა ადრე დაიწყო, ვიდრე ველდოებოდით” – პოლიციაში თქვეს. ტრაგედიის გამო ქალაქის მერმა სახელმწიფო დროშა დაუშვა. მთა, რომელზეც შემთხვევა მოხდა ზღვის დონიდან 668 მეტრზე მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში უკრაინელი მთამსვლელი დაიღუპა
შემდეგი სტატიათურქეთის კურორტში ტურისტების კატერი ჩაიძირა, დაიღუპა ბავშვი