ბრიტანეთის პრემიერმა 19 ივლისიდან პანდემიის გამო შეზღუდვის მოხსნა დააანონსა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ორშაბათს განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებულ ყველა აკრძალვას 19 ივლისს მოხსნის.
თითქმის ყველა წესი, მათ შორის, ხალხის შეკრების რაოდენობრივი აკრძალვა, ნიღბების ტარების აუცილებლობა, სოციალური დისტანცირება ბარებსა და პაბებში საბოლოოდ მოიხსნება.
ამის სანაცვლოდ, ინგლისის მკვიდრებს პრემიერ-მინისტრი სთხოვს ისწავლონ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება.

საბოლოო გადაწყვეტილებას ერთ კვირაში მიიღებენ – ადგილობრივი მედია წერს.
ჯონსონი იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის პროგრამა, რომელმაც დაავადებისა და საავადმყოფოში გადაყვანილ დაავადებულთა რაოდენობა შეამცირა, კორონავირუსის ახალიტალღას ხელს შეუშლის მიუხედავად “დელტა” ვარიანტისა.

“პატიოსნები უნდა ვიყოთ საკუთარ თავთან, თუკი ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი საზოგადოების უახლოეს კვირებში გახსნა, ახლა, როცა ამაში გვეხმარება ზაფხული და სკოლის არდადეგები, მაშინ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, როდის შეგვიძლია დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას?” – ჯონსონმა თქვა სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშითინათინ ბერძენიშვილი – არც მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება მოსწონდეს ის, რაც დღეს მოხდა
შემდეგი სტატიასაქართველოში უკრაინელი მთამსვლელი დაიღუპა