საქართველოში საწარმოო შემთხვევების 99%-ის მიზეზი გაუფრთხილებლობა და სტანდარტების არარსებობაა

საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში მომხდარი საწარმოო შემთხვევების თითქმის 99% გაუფრთხილებლობით და სტანდარტების არარსებობის გამო ხდება. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ამ დრომდე უცნობია ტყიბულის მინდელის მაღაროში მომხდარი შემთხვევა ბუნებრივ კატაკლიზმებს უკავშირდება, თუ ესეც გაუფრთხილებლობის ბრალია.
„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, ეს არის სამთო მასის ჩამოწოლა და მის შედეგად წარმოქმნილი ჰაერის მასა, რომელმაც ეს ადამიანები გადასტყორცნა. რეალურად რა და როგორ მოხდა, ამ კითხვებზე პასუხის მიღებას მხოლოდ ადგილზე დათვალიერებით შევძლებთ. ეს შესაძლოა, მართლაც ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგი იყოს, ასევე შესაძლებელია, გაუფრთხილებლობასთან გვქონდეს საქმე. იმ შემთხვევაში თუ ამოღებული მასას ადგილზე მყარი ნივთიერებებით არ ჩაანაცვლებდნენ, სამთო მასის ჩამოწოლა გარდაუვალი იქნებოდა. აუცილებელია, რომ ადგილზე დაგვიშვან, რომ გავიგოთ კატასტროფის რეალური მიზეზი. იყო შემთხვევები როდესაც პროფკავშირებს დაშვებაზე უარს გვეუბნებოდნენ, მაგალითად იგივე ტყიბულში მომხდარ შემთხვევაზე მაქვს საუბარი, როდესაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მაშინ ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე არ დაუშვეს. იმედი მაქვს იგივე არ განმეორდება”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : ტყიბულში ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი დროულად უნდა გაირკვეს
შემდეგი სტატიამინდელის შახტაში დაღუპულთა ცხედრები ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს