საქართველოში პროდუქტი საგანგაშოდ გაძვირდა – ფასების ზრდის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში 34-ე ადგილზეა

საქართველოში პროდუქტი საგანგაშოდ გაძვირდა. ფასებმა მოიმატა სასტუმროებისა და კაფეების მომსახურებაზეც. ჯანდაცვის სფეროს მომსახურება 13.8%-ითაა გაზრდილი. საწვავის ფასმა – 12.4%-ით, ხოლო კომუნალურმა გადასახადებმა 7.1%-ით მოიმატა. რეკორდულად გაიზარდა კვების პროდუქტებისა და სურსათის ფასი. მათ შორის ზეთის ღირებულება 40.2%-ითაა მომატებული. შაქარი და ტკბილეული 12.3%-ით გაძვირდა. პურის ფასი კი – 6.4%-ით გაიზარდა.

ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო ვალი სარეკორდო და საგანგაშო ნიშნულზეა. მათი თქმით, ვალები იზრდება ქვეყანაში კი ეკონომიკური ზრდა არ არის. მათივე თქმით, ასევე კითხვები ჩნდება, კონკრეტულად რაში ხარჯავს ხელისუფლება აღებულ ვალებს და რამდენად ემსახურება ვალები ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას.

დიდი საჯარო ვალი, საგარეო და შინა ვალიც არის შედეგი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს, მთავრობას კი ამბიცია აქვს, რომ ბევრი ფული უნდა ხარჯოს.

ჩვენი ეკონომიკა ამხელა ვალს მხარს ვერ დაუჭერს. თუ გინდა, რომ ამხელა ვალს მოემსახურო, უნდ გვქონდეს შესაბამისი ეკონომიკური ზრდა. სინამდვილეში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა მაგ თვალსაზრისით, ვალი იზრდება ეკონომიკა კი ვარდნას განიცდის. ეკონომიკის ზომასთან შედარებით, ფაქტიურად გაორმაგდა საჯარო ვალი, – თქვა გიგა ბედინეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ყახაზური საგამოძიებო ჯგუფი ჩამოვიდა
შემდეგი სტატია“სინოვაკით” ასაცრელად რეგისტრაცია 21 მაისს, ვაქცინაცია კი 24 მაისს დაიწყება