“სინოვაკით” ასაცრელად რეგისტრაცია 21 მაისს, ვაქცინაცია კი 24 მაისს დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინური ვაქცინა “სინოვაკით” ასაცრელად რეგისტრაცია პარასკევს, 21 მაისს დაიწყება, უშუალოდ ვაქცინაციის პროცესი კი ორშაბათიდან, 24 მაისიდან.

“იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პარასკევს გამოცხადდება მისი რეგისტრაციის პროცესი, ხოლო თვითონ ადმინისტრირება ვაქცინის უკვე ორშაბათიდან საქართველოს მასშტაბით. ესეც განსაზღვრულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის. ამ ვაქცინის ეფექტურობა, ინდონეზიის კვლევებით, ადის 90%-მდე, ჯანმოს არ დაველოდებით, რადგან უკვე პირველი ჩინური ვაქცინის პირველი დოზები თითქმის ამოწურულია, მოთხოვნილება დიდია საკმაროდ ქვეყანაში”, – თქვა ამირან გამყრელიძემ “იმედთან”.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში პროდუქტი საგანგაშოდ გაძვირდა – ფასების ზრდის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში 34-ე ადგილზეა
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო