საქართველოში პირველად დაინიშნა გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენელი

საქართველოში პირველად დაინიშნა გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენელი

ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით, საქართველოში პირველად დაინიშნა გაერთანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენელი, მარკ პრიტჩარდი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობის გააქტიურებაზე იმუშავებს.

მარკ პრიტჩარდი, რომელიც სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობას შეითავსებს და პერიოდულად ეწვევა საქართველოს, ფორმალურად ლიამ ფოქსის საერთაშრისო ვაჭრობის დეპარტამენტს დაექვემდებარება. იგი ასევე განაგრძობს ლონდონში პარლამენტარის თანამდებობაზე მოღვაწეობას.

გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენლის ფუნქციას პრემიერ მინისტრის მიერ დანიშნული პარლამენტარები ითავსებენ, რომელთა ფუნქციაშიც შედის ერთ ან მეტ განვითარებად ბაზარზე ჩართულობა, სადაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების არსებობა გამოავლინა. წარმომადგენლები ხელს უწყობენ მათი დაფარვის ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას გაერთიანებულ საემფოსა და აღნიშნულ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებით და ორმხრივი ვაჭრობის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობით.

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენლის რანგში, მარკ პრიტჩარდი მონაწილეობას მიიღებს ა.წ. ოქტომბერში ლონდონში დაგეგმილ უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში, რომელშიც ქართველი და ბრიტნაელი ბიზნესმენებიც იქნებიან ჩართულნი.

გაერთიანებულ სამეფოში სავაჭრო წარმომადგნელის პროგრამა 2012 წლიდან არსებობს და ამჟამად, 50-ზე მეტ ბაზარზე 28 სავაჭრო წარმომადგენელი მოღვაწეობს.

banner
წინა სტატიაშიგაფრთხილება მოქალაქეებისთვის რომლებიც საბერძნეთის გავლით ევროპაში შეძენილი ავტომობილით ბრუნდებიან
შემდეგი სტატიაპეკინის ქუჩა 21 სექტემბერს გაიხსნება