საქართველოში ოპოზიციას ხელისუფლების დამხობა და „მეორე ფრონტის“ გახსნა სურს – ბჟანია

ქართული ოპოზიცია ცდილობს დაამხოს მოქმედი ხელისუფლება და გახსნას „მეორე ფრონტი“, – ამის შესახებ სოხუმის რეჟიმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

„საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარება უკიდურესად რთულია. რუსეთი იძულებულია სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს. ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ 50-ზე მეტი სახელმწიფო გამოდის, მათ შორის თითქმის მთელი ევროპა და შეერთებული შტატები. ამის ფონზე იმავე ძალებს საქართველოს მთავრობის დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ამ მიზნით, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციები მზადდება. დღეს სიტუაცია ბევრად რთულია, ვიდრე 2008 წელს. ამ პირობებში ჩვენ მუდმივად უნდა გავაძლიეროთ,მრავალმხრივი თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან და მის რეგიონებთან “, – აცხადებს ბჟანია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიში კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა მართლმსაჯულების სისტემის გაუმართაობაა – საბო
შემდეგი სტატიაის, რომ კეზერაშვილის მიმართ გადაწყვეტილება ჟურნალისტიკის დღეს მიიღეს, ნათლად ასახავს და გამოხატავს „ქართული ოცნების“ რეალურ პოლიტიკურ სახეს – ცისკარიშვილი