საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი

დღეიდან, ორი დღის განმავლობაში, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

პერიოდულად იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით – მოსალოდნელი ძლიერი წვიმების გამო საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის საშიშ ნიშნულებამდე მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები აღინიშნოს. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ზოგან მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

ვირუსის ბლოკატორები