საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტუდა. გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდანაა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

„სამწუხაროდ, დღეს გვაქვს გარდაცვალების მეცამეტე შემთხვევა. გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს.

სამწუხაროდ, ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას. მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსით სულ 13 პაციენტი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიეს მეთოდი გაცვეთილია და რუსული შმორის სუნი ასდის – ლაშა ბერულავა სუს-ში დავით ქაცარავას დაბარების შესახებ
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა