ეს მეთოდი გაცვეთილია და რუსული შმორის სუნი ასდის – ლაშა ბერულავა სუს-ში დავით ქაცარავას დაბარების შესახებ

“ხვალ “დიდი” დღეა: 14:00 საათზე არის დათოს ონლაინ სასამართლო პროცესი ბობნევის ტიტუშკების ამბავზე, ხოლო სასამართლოს შემდეგ, 17:00 დაბარებულია სუს-ში, მოწმის სტატუსით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით.

რასაკვირველია, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა არა დავითგარეჯის საკითხზე დათოს და მისი გუნდის აქტიურობის გამო, არამედ იმის გამო, რასაც დათო და მისი გუნდი შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე აკეთებს – იქ, სადაც ქართული პოლიცია არ გვიშვებს, მაგრამ მაინც შევდივართ, მაინც ვამხელთ ოკუპანტებს ფოტო და ვიდეომასალის მოპოვებით.

ამის გამო სუს-ში ვერ იბარებენ, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება კონსტიტუციითაა გარანტირებული, სწორედ ამიტომ დასჭირდათ დავითგარეჯის თემის წამოწევა, რომ დათო ქაცარავა და მისი დაფუძნებული მოძრაობა “დესტრუქციულ, ეროვნულ საფარს ამოფარებულ” პირთა ჯგუფად წარმოაჩინონ…

არ გამოვა არაფერი, ბატონებო, ეს მეთოდი გაცვეთილია და რუსული შმორის სუნი ასდის…

მთელი გუნდი დათოსთან ერთად იქნება ხვალ.

აქ ხე არავინაა, რა”-წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: რჩევა 30 პარტიიან ამბიციურ გაერთიანებას
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა