საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 701 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 838 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 863 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 986 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 925 354-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.86% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 193 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 885 056
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 583 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა, აჭარა – 95, იმერეთი – 118, ქვემო ქართლი – 30, შიდა ქართლი – 30, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 54, კახეთი -52, მცხეთა-მთიანეთი -20, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 689 საიდანაც: 5 070 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 142, აჭარაში – 519, იმერეთში – 970. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 269 პირი, მათ შორის, თბილისში – 560, აჭარაში – 127, იმერეთში – 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 35, იმერეთში – 30. 903 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 558 – თბილისში, 243- აჭარაში. 20 716 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 43, ხოლო აჭარაში – 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 26 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 854 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 71 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ბრიფინგი ჩაინიშნა