საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,

საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 623 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.

ამასთან, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 848 პაციენტი, გარდაიცვალა 23.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 723 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 118, „პისიარ“ ტესტით – 14 605.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,01%, ბოლო 14 დღის – 6,58%, ბოლო შვიდი დღის – 7,98%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 640 358 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 603 995 გამოჯანმრთელდა, 9 306 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 882 118 აცრა, დღიურად აცრილია 6 817.

კარანტინის რეჟიმშია 71, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 616 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 749 პირი.

წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 359, იმერეთში – 1 060, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 493