საქართველოში კორონავირუსის 3 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 64 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 57 978 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 558, „პისიარ“ ტესტით – 23 420.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,11%, ბოლო 14 დღის – 7,93%, ბოლო შვიდი დღის – 7,93%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 886 364 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 827 676 გამოჯანმრთელდა, 12 695 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 300 323 აცრა, დღიურად აცრილია 11 184.

კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 164 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 174 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 64 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მიუღებლად მიიჩნევს