საქართველოში კორონავირუსის 3 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 334 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 623 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 925, „პისიარ“ ტესტით – 20 698.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,82%, ბოლო 14 დღის – 8,06%, ბოლო შვიდი დღის – 7,74%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 882 822 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 825 442 გამოჯანმრთელდა, 12 631 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 287 645 აცრა, დღიურად აცრილია 9 813.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 266 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 172 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაViber -თან პარტნიორობით საქართველოს ბანკმა ონლაინ გადარიცხვების სერვისი დანერგა