საქართველოში კორონავირუსის 3 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 890 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7.46%, ბოლო შვიდი დღის – 6.96%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 898 079 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 844 875 გამოჯანმრთელდა, 12 879 კი, გარდაიცვალა.

წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა BARTA-ს წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მიიღო