საქართველოში კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 699 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 250 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 44 185, „პისიარ“-ტესტით – 29 065.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 23,87%, ბოლო 14 დღის – 16,51%, ბოლო შვიდი დღის – 20,58%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 110 168 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 981 531 გამოჯანმრთელდა, 14 840 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 686 220 აცრა, დღიურად აცრილია 8 630.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 714 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 080 პირი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა ყველა ერსა და ხელისუფლებას ავალდებულებს მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო თანამეგობრობის, ისეთი მსოფლიოს შენებას, სადაც მსგავსი ბოროტება აღარასდროს განმეორდება
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა