საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო დამატებით 7 ათასი ვაქცინა შემოიტანეს

ზუგდიდში A ტიპის H1N1 ვირუსის – ე.წ. ღორის გრიპის 4 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო დამატებით 7 ათასი ვაქცინა შემოიტანეს. ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კი იმსჯელებენ, თუ როგორ მოხდება აღნიშნული ვაქცინები გადანაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში.

„რადგან ახლა გარკვეული მოთხოვნილება იყო გრიპის საწინააღმდეგო აცრებზე, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დამატებით იქნას შემოტანილი დაახლოებით 7 ათასი დოზა ვაქცინისა და საბჭოს სხდომაზე გადაწყდება, რომელ რისკჯგუფებზე იქნება მიმართული ძირითადად. იანვრის განმავლობაში მცირდება გრიპის ავადობის მაჩვენებელი ქვეყანაში.

აქვე იხილება წითელას საკითხები. მაჩვენებელია 100 ათას მოსახლეზე ყველაზე მაღალია იმერეთში და სამეგრელოში. წითელას ეპიდაფეთქების შეჩერების ერთ-ერთ გზა არის გაფართოებული, მასობრივი ვაქცინაცია აუცრელი ადამიანების,“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაში“ეპიდემიის ზღვარზე ვართ..წითელას ვერაფერი გაააჩერებს აცრების გარდა”
შემდეგი სტატია„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარს ამბობს