“ეპიდემიის ზღვარზე ვართ..წითელას ვერაფერი გაააჩერებს აცრების გარდა”

ახლა გვაქვს წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება და ფაქტობრივად ეპიდემიის ზღვარზე ვართ, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო დირექტორი.

პაატა იმნაძის თქმით, წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთშია.

“ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა და წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა. დღეისთვის 580 შემთხვევაა ქვეყანაში რეგისტრირებული. ყველაზე მეტი შემთხვევაა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში. დაიწყო აცრების აქტიური კამპანია და არასრული მონაცემებით ბოლო სამ დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა წითელას საწინააღმდეგოდ. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გაააჩერებს აცრების გარდა”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობის სხდომა დაიწყო
შემდეგი სტატიასაქართველოში გრიპის საწინააღმდეგო დამატებით 7 ათასი ვაქცინა შემოიტანეს