ის არის რუსი პოლიტიკოსი, მისი ადგილი მოსკოვშია – ხაზარაძე ივანიშვილზე

“მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რადგან მან ძალიან მკაფიოდ გვითხრა ყველას, რომ არის რუსი პოლიტიკოსი საქართველოში” – ის მოსკოვში თავშესაფარს აუცილებლად მოითხოვს და ძალიან ცუდად დაამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას”- თქვა მამუკა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილი “პუტინის პოლიტიკის გამტარებელია საქართველოში”.

“ყველაფერს დაუსვა თავისი წერტილი და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ არის ევროპაში. თქვა, რომ ის ერთპიროვნულად აგრძელებს ქვეყნის მართვას და დამორჩილებას კიდევ იმ დარჩენილი თავისუფალი აზრის, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ამიტომ, მინდა მას ვუთხრა, რომ ეს ძალიან კარგი გამოსვლა იყო, გასაგები. “ლელო” ძალიან დიდი ხანია ვიძახით, რომ ის არის რუსი პოლიტიკოსი. მისი ადგილი მოსკოვშია. იგი აუცილებლად წააგებს ამ არჩევნებს. აუცილებლად წააგებს ამ ომს, რომელიც გამოუცხადა ქართველ ხალხს და ახალგაზრდობას. ის მოსკოვში თავშესაფარს აუცილებლად მოითხოვს და ძალიან ცუდად დაამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას”, – განაცხადა ხაზარაძემ.

“ლელოს” ლიდერის თქმით, ბიძინ ივანიშვილმა გუშინ რეპრესიები საჯაროდ დააანონსა.

გააკეთა ერთადერთი რამ, შეინარჩუნა თავისი კლეპტოკრატიული მმართველობა. ქვეყანა გადააქცია ოფშორულ ზონად. ანუ წარმოშობის გარეშე და კრიმინალური ფულის ნავსაყუდლად აქცია იმ კანონით, რომელიც ორ დღეში მიიღო”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, ზღვაში ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაიქნება უწყვეტი პროტესტი, გავმაგრდეთ და ძალიან მალე იქნება გამარჯვება – მელია