საქართველოში აგრესიიდან დასავლეთის კიბერშეტევებამდე – პრაღაში ბორის ნემცოვის სახელობის ფორუმი გაიხსნა

სამშაბათს, 9 ოქტომბერს ბორის ნემცოვის სახელობის მესამე ფორუმი დაიწყო, რომელიც ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტომაშ კაფკამ გახსნა. “ევროკავშირს საერთო სტრატეგია სჭირდება, რომ რუსეთის აგრესიას პასუხი გასცეს, რომელიც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ხდება. მხოლოდ სანქციები საკმარისი არ არის” – ბელგიის ექს-პრემიერმა გი ვერხოფსტადტმა თქვა. სიტყვით გამოვიდა, ასევე ბორის ნემცივის ქალიშვილი ჟანა ნემცოვა.

“10 წლის წინ საქართველოსთან ომის დროს რუსეთმა ევროპის საზღვრების ძალადობრივი შეცვლა დაიწყო და 2014 წელს ეს უკრაინაში გააგრძელა, რომლის აღმოსავლეთითაც კონფლიქტის დროს 10 ათასი ადამიანი დაიღუპა. შემდეგ რუსეთმა ევროპის თანამეგობრობაზე დაიწყო თავდასხმა კიბერშეტევების გზით და არჩევნებში ჩარევის გზით” – გი ვერხოსტადტმა თქვა. მისი აზრით, რუსეთის მიზანია ევროკავშირის ერთიანობის დარღვევა და დასავლეთის ძალის განადგურება – პოლიტიკოსის სიტყვებს “დოიჩე ველე” ციტირებს.

პრაღის ფორუმი 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 9 ოქტომბერს ბორის ნემცოვს 59 წელი შეუსრულდებოდა.

banner
წინა სტატიაშიბულგარელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიანატო ნორვეგიაში წვრთნებს აფართოვებს