ნატო ნორვეგიაში წვრთნებს აფართოვებს

ნატოს წვრთნებში Trident Juncture 50 ათასი სამხედრო, 150 ერთეული თვითმფრინავი და 60 გემი მიიღებს მონაწილეობას – ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. სწავლებებში ჩაერთვება ავიამზიდი “ჰარი ტრუმანი” – ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო სარდლობის წარმომადგენელმა ადმირალმა ჯეიმს ფოგომ ბრიუსელში 9 ოქტომბერს განაცხადა.
ადრე იენს სტოლტენბერგმა განსაკუთრებით აღნიშნა წვრთნების თავდაცვით ხასიათზე. ღონისძიება, რომელიც ალიანსის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმის იმიტაციაა, რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

მანამდე გავრცელდა, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 45 ათასი სამხედრო 31 ქვეყნიდან, ასევე, 110 ერთეული თვითმფრინავი და 60 ერთეული გემი. წვრთნები 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ჩატარდება.

ნატო ამბობს, რომ წვრთნები 1991 წლიდან ყველაზე მასშტაბური იქნება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აგრესიიდან დასავლეთის კიბერშეტევებამდე – პრაღაში ბორის ნემცოვის სახელობის ფორუმი გაიხსნა
შემდეგი სტატიაპარლამენტთან ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლის უფლება არ მისცეს