ბულგარელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე მამაკაცი დააკავეს

ბულგარეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 30 წლის ვიქტორია მირონოვას სხეული კვირას იპოვეს პარკში. წაღებული იყო მისი ტელეფონი, მანქანის გასაღები და სათვალეები. ის თითქმის გაშიშვლებული იყო, როგორც გამოძიებამ დაადგინა – გააუპატიურეს. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის განცხადებით, გამოძიებას ბევრი ხელჩასაჭიდი ქონდა.
გამოძიება სწავლობს ყველა ვარსიას, მათ შორის, მის სამსახურთან დაკავშირებულს. საერთაშორისო ორგანიზაციები ბულგარეთის ხელისუფლებისგან საქმის მალე გამოძიებას ითხოვენ – “ბიბისი” წერს.
ვიქტორია მირონოვას ტელეარხ TVN-ზე გადაცემა “დეტექტორი” მიყავდა. ის კორუფციის თემებს აშუქებდა და საუბრობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბოროტად გამოყენებაზე.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი უკრაინული წარმოშობის რუმინეთისა და მოლდოვას მოქალაქეა. პოლიციის ხელმძღვანელის რუსე თეოდორ ატანსოვის თქმით, მამაკაცი 24 საათით, დაკითხვისთვის დააკავეს. პოლიცია, ჯერჯერობით, ვერ ამბობს, რომ მამაკაცი ეჭვმიტანილია.

banner
წინა სტატიაშიოლეგ სენცოვი სახაროვის პრემიის სამ პრეტენდენტს შორის დასახელდა
შემდეგი სტატიასაქართველოში აგრესიიდან დასავლეთის კიბერშეტევებამდე – პრაღაში ბორის ნემცოვის სახელობის ფორუმი გაიხსნა