საქართველოსა და პარაგვაის შორის შესაძლოა უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს

region
ავტ.: region სექტემბერი 25, 2019 14:18

საქართველოსა და პარაგვაის შორის შესაძლოა  უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს

საქართველოსა და პარაგვაის შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება იგეგმება. საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შესაბამისი შეთანხმება გაფორმდება.

2016 წელს ქვეყნებს შორის უკვე მოეწერა ხელი შეთანხმებას სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ახლა კი, დოკუმენტი ორდინალურ პასპორტებსაც შეეხება.

აღსანიშნავია, რომ პარაგვაის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა 2014 წლის სექტემბრამდე შეეძლოთ. საქართველოს მოქალაქეები კი, პარაგვაის ვიზას ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იღებენ.

region
ავტ.: region სექტემბერი 25, 2019 14:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,506
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics