“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შეუვალი საკითხია, ამიტომ, ამაზე დისკუსია არ შეიძლება”

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის შეუვალი საკითხი, ამიტომ, ამაზე დისკუსია ოკუპირებულ აფაზეთთან არ შეიძლება არსებობდეს.

აღნიშნული განცხადება,შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა, როდესაც ის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი მინისტრის, სერგეი შამბას ინტერვიუს აფასებდა.

ციხელაშვილის შეფასებით, ინტერვიუში საყურადღებო გზავნილებიც იყო, როგორიცაა, ხალხთა შორის დიალოგის თუ მიმოსვლის დაწყება.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, ქართული მხარის განწობაა, რომ უნდა აღდგეს ურთიერთობები ქართველ და აფხაზ ადამიანებს შორის, ვიდრე რთული პოლიტიკური საკითხები იქნება გადაწყვეტილი.

“ჩვენი ამოცანა არაა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება და ტერიტორიული მთლიანობის დე ფაქტო აღდგენა, არამედ პირველ რიგში, ესაა ადამიანებთან ურთიერთობის აღდგენა. რაც შეეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტს, ის არის შეუვალი, ამიტომ ამაზე დისკუსია არ შეიძლება არსებობდესს”,- აღნიშნა ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, სერგეი შამბას განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ, აფხაზური მხარე საქართველოსთან მხოლოდ ურთიერთაღიარების შესაძლებლობებს უშვებს.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ წამზომის გამორთვა გახდება საჭირო
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი: დევნილების დაბრუნების უფლებას ვერავინ განსაზღვრავს