საქართველოს სტრასბურგში კიდევ ერთი წაგებული საქმე ექნება – NGO-ები მიხეილ სააკაშვილზე

Architect : Richard Rogers Partnership

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას საერთაშორისო სტანდარტებისა და პატიმრის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლების შეზღუდვით სახელმწიფომ უფლებამოსილებას გადაამეტა და გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მიიღო.

მათი თქმით, ეს ქვეყნისთვის კიდევ ერთი წაგებული საქმე იქნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

“ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ადამიანის დასწრება პროცესზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იყო არაერთი ინფორმაცია, ფაქტები არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ. ამის ფონზე, როდესაც ხდება კიდევ ერთი უფლების შეზღუდვა სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვის ნიშნები. სახეზეა უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფოს მხრიდან, სერიოზული დარღვევა და ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ კიდევ ერთი წაგებული საქმე ექნება საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში”, – თქვა “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეს არ არის გზა თქვენი მთავრობის ან სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასამყარებლად – იან კელი სააკაშვილის სასამართლოზე
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ინტელექტუალურ – გასართობი თამაში, „კითხვა პასუხია“ გაიმართება