საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ადგილწარმოშობის ღვინო “ტვიშის” შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ადგილწარმოშობის ღვინო “ტვიშის” შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. საუბარია ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე. მშენებლობის შედეგად კლიმატის ცვლილებამ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ტვიში“ შესაძლოა საფრთხის წინაშე დააყენოს.

სომელიეთა ასოციაცია ტვიშთან დაკავშირებული კვლევის გასაჯაროვებას ითხოვს.

“მოვითხოვთ კვლევაში მოყვანილი დასკვნების საფუძველზე მოხდეს ქართული საზოგადოების, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლების, სრულყოფილი ინფორმირება შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით”

აცხადებს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა დიზაინსისტემა შექმნა
შემდეგი სტატიახაზარაძე: ყველას მოვუწოდებ, ნუ აჰყვებით პროვოკაციას, რადგან „ქართული ოცნება“ შეეცდება, რამდენიმე ადამიანი შეიყვანოს პარლამენტში და „გაიპრავოს“ გაყალბებული არჩევნები