საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ეწვევა

შვეიცარიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 3-4 დეკემბერს შედგება.

დორის ლოიტჰარდის მიღების ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 4 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს – პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართველი და უცხოური მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

შვეიცარიის პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

banner
წინა სტატიაშიზესტაფონის რაიონის სოფელ როდინოულთან პოლიციაა მობილიზებული – დაკავებულები ყაჩაღური ჯგუფის წევრები არიან
შემდეგი სტატია,,2001 წელს დაბადებული მკვლელი…”