საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის ახალი პრეზიდენტის, კიმ იონგ იანგის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 22, 2018 11:47

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის ახალი პრეზიდენტის, კიმ იონგ იანგის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის ახალი პრეზიდენტის, კიმ იონგ იანგის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.

საქართველოს შინაგან საქმეა სამინისტროს დელეგაციამ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და კენჭისყრის დროს, აქტიურად სწორედ კორეის რესპუბლიკის კანდიდატს, კიმ იონგ იანგს დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობა ორმა კანდიდატმა მიიღო და 101 ხმით ინტერპოლის უფროსი ვიცე-პრეზიდენტმა, კიმ იონგ იანგმა გაიმარჯვა.

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ის რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ ალექსანდრე პროკოპჩუკი იყო, რომელმაც მხოლოდ 61 ხმის შეგროვება შეძლო და მისი კანდიდატურა გამოირიცხა.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქ. დუბაიში გამართულ, ინტერპოლის გენერალური ასამბლეის 87-ე სესიაზე, ორი წლის ვადით, ინტერპოლის ახალი პრეზიდენტი კიმ იონგ იანგი აირჩიეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 22, 2018 11:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics