გიორგი გახარია – სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით კომპრომისები არ იქნება

სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით კომპრომისები არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, მიხეილ სარჯველაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს დამოკიდებულება შშმ პირების დახმარების ჭრილში სახელმწიფოს და მთავრობის სახესაც აჩვენებს.

„სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, კომპრომისები არ იქნება. რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეულ ფინანსურ ხარჯებზე საუბარი, იმ კანონშიც, რომელზეც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ ეს პროცესი არ გაგრძელდება, პირიქით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოციალური პოლიტიკის შემდგომ დახვეწაზე, გაუმჯობესებასა და გაძლიერებაზე რა თქმა უნდა ერთ-ერთი ცენტრალური როლი არის სახელმწიფოს დამოკიდებულება შშმ პირების დახმარების ჭრილში და ეს სახელმწიფოს და მთავრობის სახესაც აჩვენებს,“- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიამ ბიზნესის მხარდასაჭერად შეღავათების ახალი პაკეტი მოამზადა
შემდეგი სტატიასაქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში “ბარდაკია” – მეთიუ ბრაიზა