საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ბუქარესტში დაზვერვისა და უსაფრთხოების 22-ე საპარლამენტო ფორუმში იღებენ მონაწილეობას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ბუქარესტში დაზვერვისა და უსაფრთხოების 22-ე საპარლამენტო ფორუმში იღებს მონაწილეობას.

ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები როგორებიცაა: ომი უკრაინაში და გლობალური უსაფრთხოების ცვლილება; საგარეო ურთიერთობები დღეს და მომავალში; უსაფრთხოების, დაზვერვის და თავდაცვის გამოწვევები; ახალი საფრთხეები; ტრეფიკინგი და ტერორიზმი; ენერგო დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება და სხვა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფორუმის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას გარდა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი შედიან.

banner
წინა სტატიაშიძირითადად ზის, ურჩევნია ასეთ მდგომარეობაში იყოს – ცდილობენ, ცოტა ავარჯიშონ – ალასანია
შემდეგი სტატიასაგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები ესპანეთის სამეფოს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ