საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს წინასაარჩევნოპროცესის მიმდინარეობას და შეშფოთებას გამოთქვამს ზუგდიდში უკიდურესადდაძაული ვითარების გამო.თავისუფალ, თანასწორ და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარებადემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრინციპია.უკანასკნელ პერიოდში, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვაძალადობრივი ინციდენტების, მხარეებს შორის დაპირისპირების, ჟურნალისტურსაქმიანობაში ხელშეშლის, მოქალაქეთა ნებაზე ზეგავლენისა და ამომრჩევლისმოსყიდვის შესაძლო შემთხვევების თაობაზე, რაც პირდაპირ ნეგატიურ გავლენასახდენს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე. სახალხო დამცველი მოუწოდებსსამართალდამცავ უწყებებს შუალედური არჩევნების საარჩევნო პერიოდშიდაფიქსირებულ თითოეულ ასეთ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებითგამოძიება ობიექტურად, დროულად, ეფექტიანად და სათანადო კვალიფიკაციითწარმართონ და გამოძიების შედეგების თაობაზე საზოგადოების დროულიინფორმირება მოახდინონ”-აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ზუგდიდში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატია“ოღონდ არავის უთხრა” – ფილმი პედოფილიაზე პოლონურ ეკლესიაში (ვიდეო)