საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 26 აპრილს ნაჰალ ცაფიტში (Nahal Tsafit), მკვდარი ზღვის სამხრეთით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელმაც 10 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

საქართველო ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ისრაელის ხალხს, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ისნის რაიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი მაიკ პომპეოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დამტკიცებას ულოცავს