გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პომპეოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დამტკიცებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პომპეოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დამტკიცებას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

„ვულოცავ მაიკ პომპეოს რიგით 70-ე სახელმწიფო მდივნად დამტკიცებას! ვუსურვებ წარმატებას მომავალ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილმაც კი არასოდეს უნდა თქვას “არასოდეს”- ძიძიგური ივანიშვილის დაბრუნებაზე