საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან და ევროპარლამენტარებთან გამართავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განიხილება საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს საქმიანობას.

მათივე ინფორმაციით, ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

banner
წინა სტატიაშიvideo რუსულმა სუ-24-მა აშშ-ს ხომალდს რამდენჯერმე ძალიან ახლოს ჩაუფრინა
შემდეგი სტატიაერევანში აქციის მონაწილეებმა რუსეთის საელჩოს კვერცხები და ხურდა ფულები ესროლეს