საქართველოს პრეზიდენტმა ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობასთან საქართველო – აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობასთან საქართველო – აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობასთან საქართველო – აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობა, სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი განიხილა.
ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავრი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: კენეტ უოლაკი – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტი, დენ ტვაინინგი – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი, დეიმონ უილსონი – აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი და ქართული დელეგაციის წევრები: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: აი, ხომ არ გჯეროდათ, თქვე ,,ლიბერასტ-ფაშისტებო”, ახლა რას იტყვით?!
შემდეგი სტატიათბილისის მერია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან აუქმებს